რატომ არ დაესწრო მოსამართლეთა კონფერენციას მიხეილ ჩინჩალაძე? - ლევან მურუსიძე კითხვას თავს არიდებს
რატომ არ ესწრება მოსამართლეთა კონფერენციას მიხეილ ჩინჩალაძე? სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ერთ-ერთია, ვინც დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დიდ შეკრებას არ დაესწრო. მიზეზს ჟურნალისტებს არ უმხელენ.
კითხვას, თუ რატომ არ ჩნდება საჯაროდ ჩინჩალაძე და ერიდება თუ არა კლანის მოსამართლეებთან ერთად გამოჩენას, ლევან მურუსიძე თავს არიდებს. მურუსიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ რაოენობის მოსამართლე კონფერენციას არასდროს დასწრებია.
ამდენი მოსამართლე არასდროს მოსულა, თქვენ რა დასკვნას აკეთებთ? "კლანს ეშნია", ვის რისი ეშინია? არასდროს კონფერენციის ისტორიაში ამდენი მოსამართლე არ მოსულა, - ამბობს მურუსიძე.