ვაშლიჯვარში წყალმა ამოხეთქა

24.03.24 18:10
ვაშლიჯვარში წყალმა ამოხეთქა

ვაშლიჯვარში წყალმა ამოხეთქა. გოძიაშვილის ქუჩაზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელია დაზიანებული. მოსახლეობა უკმაყოფილებას ვერ მალავს. მთელი ტერიტორია დატბორილია. დაზიანდა ავარიიის ადგილის სიახლოვეს გაჩერებული მანქანებიც. ჯერ უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი.

უცბად იხეთქა წყალმა და მთელ ქვებს ფანჯრებზე არტყამდა. სახურავი სავსეა ქვებით და გაუბედურებულია. პირველ სართულზე ჩავიდა წყალი. პრობლემა არის ის, რომ დიდი მანქანები დადიან აქ და ამ დიდმა მანქანებმა, როგორც არ უნდა დააგინ საფარი თუ რაც არის, ისევ ანადგურებენ ყველაფერს. შეუძლებელი გახდა აქ ცხოვრება, - ამბობს ადგილობრივი. 

საბურთალოს რაიონში ახლა "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ჯგუფია მობილიზებული. როგორც კი წყლის დინება შეჩერდება, მაგისტრალური ქსელის შეკეთება დაიწყება.

მსგავსი სიახლეები