ინერტული მასალის მოპოვება უკონტროლოდ - მაღალმთიანი აჭარა საფრთხეშია

24.03.24 20:39
ინერტული მასალის მოპოვება უკონტროლოდ - მაღალმთიანი აჭარა საფრთხეშია

 

 

მაღალმთიანი აჭარა საფრთხეშია. მეწყერ საშიშ ზონაში ქვა-ღორღის მოპოვება და კლდის დაშლის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის დამადასტურებელი კადრები "პირველებმა" დღეს სოფელ დოლოგანში გადაიღო.

ქედის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების მოპოვება უკონტროლოდ და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით ხდება. კლდე, რომელსაც ახლა ანგრევენ, ახლოსა იმ ადგილთან, სადაც რამდენიმე წლის წინ მეწყერი ჩამოწვა და ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა, თუმცა ეს უმძიმესი ტრაგედია, როგორც ჩანს, ახლა აღარავის ახსოვს.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები