"ცალ ფეზე არ დავდგებით" - რატომ ეშინია სასამართლო კლანს ვეტინგის?
ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი სასამართლო კლანი მოქმედებაზე გადავიდა. კლანი მტრებს ასახელებს, სიაშია ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი მშვენერაძე და ეკა გიგაური. ეს ის ხალხია, ვინც მოითხოვს, უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა დაასაბუთონ, როგორ დააგროვეს დიდი ქონება თუ მხოლოდ ხელფასს იღებდენ და სხვა არალეგალური შემოსავალი არ ჰქონდათ.
სასამართლოს მმართველმა დაჯგუფებამ შავ სიაში ის მოსამართლეებიც შეიყვანა, რომლებიც თანახმა არიან, ჩააბარონ კეთილსინდისირების ტესტი, რადგან დასამალი არაფერი აქვთ.
თვითგადარჩენის რეჟიმში მყოფი სასამართლო კლანი დღეს ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობდა, მაგრამ ჩანს, რომ პროცესი, რომელიც მათ ლუსტრაციას ემსახურება, კლანს აშინებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.