რა პირობებში არიან პატიმრები ქუთაისის N2 ციხეში - უმძიმესი წერილი საპატიმროდან
კავშირზე ქუთაისისს მეორე ციხე გამოდის. პატიმრები შველას ითხოვენ. მსჯავრდებულები ამტკიცებენ, რომ სასჯელს არაადამიანური მოპყრობის პირობებში იხდიან. იკვებებიან ვადაგასული საკვებით, არ აქვთ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა და ცხოვრება ანტისანიტარიაში უწევთ. პენიტენციურ დაწესებულებაში წყალი გრაფიკით მოდის, ამის გამო გაუსაძლისი მდგომარეობაა საკნებიც და საშხაპეებშიც. პროტესტის ნიშნად სასჯელაღასრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა მშრალი შიმშილობა დაიწყო. წერილით, რომელიც "პირველების" რედაქციაში შემოვიდა, ვიგებთ, რომ ქუთაისის მეორე ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებლებს უკრძალავს სახალხო დამცველის აპარატთან კომუნიკაციასაც.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.