ვინ არის კაცი, რომელიც ცოლის მეგობარს ჩაუსაფრდა და სასტიკად გაუსწორდა - რა მოხდა ვაზისუბანში?

25.03.24 13:32
ვინ არის კაცი, რომელიც ცოლის მეგობარს ჩაუსაფრდა და სასტიკად გაუსწორდა - რა მოხდა ვაზისუბანში?

27 წლის ქალის დააჭრისთვის დაკავებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. ბიჭიკო ბაჩილავა გამომძიებლებს იზოლატორში ელოდება.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ბაჩილავამ ცოლის მეგობარს ჩასაფრება სადარბაზოსთან მოუწყო. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა, მაგრამ დამატებით დეტალებს არავინ ამხელს. 

რაც შეეხება ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმები მას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.  ინგოროყვას კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ათეულობით ჭრილობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 27 წლის ქალი მეზობელმა დაჭრა და კიდურები მოატეხა, დასერილი აქვს სახე და ნეკნები დამტვრეული. სასტიკი ანგარიშსწორება ვაზისუბანში მოხდა. ქალს ათზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. გულმკერდის, ზურგის, მუცლის, ხელების და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ის ახლა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. 

 

 

მსგავსი სიახლეები