"რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება სარისკოა" - დევიდ ვავრა "ოცნებას" აფრთხილებს

25.03.24 14:05
"რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება სარისკოა" - დევიდ ვავრა "ოცნებას" აფრთხილებს

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე რისკია. ეს განცხადება ეროვნული ბანკის საერთაშორისო კოონსულტანტმა გააკეთა. დევიდ ვავრა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველომ ალტერნატიული გზები სასწრაფოდ უნდა იპოვოს. მაღალჩინოსანი გამოსავალს ევროკავშირის ბაზარზე გადასვლაში ხედავს.

როგორ ჩანს, რუსეთთან ვაჭრობა ამჟამად და გასული რამდენიმე წელი ზრდისთვის სარგებლის მომტანი იყო, თუმცა სავარაუდოა, რომ სამომავლოდ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უარყოფითი ფაქტორი და რისკი იქნება. ამიტომ ვაჭრობის და ფინანსების სხვა ბაზარზე, კერძოდ ევროპისკენ სწრაფი გადამისამართება მნიშვნელოვანი იქნება. ბევრმა მიგრანტმა და მათთან დაკავშირებულმა ფინანსურმა ნაკადმა წაახალისა შემოსავლის ზრდა და შესაძლებელი გახადა მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოსა და რეგიონში. ეს, შესაძლოა, გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს და სარგებელი მოიტანოს, თუმცა კითხვა და მთავარი გამოწვევაა, ექნება თუ არა გრძელვადიანი სარგებელი ამ მოკლევადია ტურბულენტობას 2025 წელს და შემდგომ პერიოდში, - განაცხადა ვავრამ. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ რადგან პრობლემებზე სისტემის შიგნიდან ალაპარაკდნენ, მალე უმძიმესი შედეგებიც გამოჩნდება. მათი თქმით, ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო ოკუპანტ რუსეთზე დამოკიდებული გამხდარიყო.

ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკა ჭიპლარით მიაერთა რუსეთის ეკონომიკაზე და სწორედ ამ ჰიბრიდული ომის საფრთხეების საპასუხოდ ჩვენ გავუკეთეთ ინიცირება საქართველოს დაცვის აქტს, სადაც 9 მიმართულებით არის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც შეაკავებს რუსეთის მზარდ გავლენას, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა "ქართული ოცნების" პირობებში, რადგა ისინი პირდაპირ ემსახურებიან ამ ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს და რუსეთის ინტერესში შედის სწორედ, რომ აქ გაიზარდოს რუსეთის ეკონომიკური ინტერესები, გაიზაროს რუსეთის პროპაგანდის გვალენა, - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე. 

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პირაპირ ამბობს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს შავ ხვრელად იყენებს, რაც ისევ და ისევ ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურებაა. 

ივანიშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კვალდაკვალ ფული ეშოვნა ამ ომით და შესაბამისად, საქართველოს ბაზარი ყოფილიყო დამოკიდებული რუსულ ბაზრებზე. ამაზე საუბრობს არა მხოლოდ ოპოზიცია, არა მხოლოდ მედია, არამედ მათივე ექსპერტები, მათივე თანამშრომლები, რაც გვაჩვენებს რამდენად დიდ საფრთხესთან და დიდ კრიზისთან გვაქვს საქმე. ისინი საქართველოს როგორც შავ ხვრელს, როგორც სანქციების თავიდან არიდების საშუალებას, ამისთვის იყენებენ და ამით შოულობენ მრავალ მილიარდს და მილიონს საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები