სოხუმის რეკონსტრუქციულ ეროპორტში რუსეთიდან პირველი საცდელი რეისი წელს განხორციელდება - რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მილიარდ რუბლს შეადგენს, პირველი საცდელი რეისი რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში 2024 წელს იგეგმება. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.
„2024 წელს, საბიუჯეტო წყაროებთან ერთად, საინვესტიციო კაპიტალი პროპორციულად მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკის განვითარებაში. ერთობლივი მოქმედებების წყალობით, მხარეებმა დაიწყეს საინვესტიციო პროექტის განხორციელება აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. ინვესტიციების მოცულობის პროექტი 12 მილიარდ რუბლზე მეტია, წელს ველოდებით პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან სოხუმის რეკონსტრუქციულ აეროპორტში“, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.
ვოლვაჩის თქმით, 2024 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რესპუბლიკისთვის ფინანსური დახმარების მოცულობა 5,6 მილიარდ რუბლს შეადგენს. თანხები მოხმარდება სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებას დადებული ორმხრივი მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების ფარგლებში.
დღემისათვის რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა შექმნეს ყველა საჭირო პირობა, რათა დასახული გეგმები სისრულეში მოიყვანონ და საერთო სოციალურ და ეკონომიკური სივრცეები გააძლიერონ, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ.