თუ საქართველო რუსეთთან აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს, მძიმე შედეგებს მივიღებთ - ოთარ აბესაძე
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებაში ეკონომიკის ექსპერტები საფრთხეებს ხედავენ. ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე არასანდო პარტნიორია. მისი თქმით, თუ ქვეყანა რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას განაგრძობს, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოიმკის.
რუსეთი ეს არის თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე არასაიმედო და არასანდო პარტნიორი და ჩვენი ქვეყნისთვის არის ოკუპანტი და მტრულად განწყობილი სახელმწიფო. შესაბამისად, ამ ქვეყნის ეკონომიკურ ბაზებთან მაქსიმალური აფელირებით საქართველომ უკვე მიიღო ერთგვარი ზიანი, ვინაიდან უკვე მოახდინა ბაზის კონცენტრირება რუსულ სეგმენტზე. დღეს არსებული რუსული ეკნომიკური მდგომარეობით და საერთაშორისო სანქციებით უპირობო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში თუ საქართველო კვლავ გააგრძელებს რუსეთთან აქტიურ ეკონომიკურ ურიერთობას, მივიღებთ მძიმე ეკონომიკურ შედეგებს, - ამბობს ოთარ აბესაძე.
საქართელო რუსეთზე ეკონომიკურად სულ უფრო დამიკიდებული ხდება. ჩვენი ქვეყანა შედეგებს უკვე იმკის. რუსეთმა დროებით გააჩერა საქართველოსთვის საწვავის მოწოდება, ზაფხულიდან კი ღვინოზე აქციზის ფასის ზრდასაც გეგმავს.