"რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სერიოზული რისკია" - ეროვნული ბანკი მოსალოდნელ საფრთხეებს ვეღარ მალავს
ეროვნული ბანკი მოსალოდნელ საფრთხეებს ვეღარ მალავს. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სერიოზული რისკია - მთავარი ფინანსური ინსტიტუტის საერთაშორისო კონსულტანტი ხელისუფლებას აფრთხილებს. აუცილებელია ალტერნატიულ ბაზრებზე გადართვა, რადგან ქვეყანას "ოცნების" მოსკოვთან პოლიტიკური სიმპათიების მძიმე შედეგები მომავალი წლიდან დაუდგება. საწვავის იმპორტის შეზღუდვა უკვე სახეზეა. რუსეთი ზაფხულში ალკოჰოლურ სასმელზეც აქციზის გადასახადის გაზრდას გეგმავს, რაც ქართული ღვინის ექსპორტსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.