მოსკოვის ტერაქტის ქართველი მსხვერპლი - "პირველების" ინტერვიუ მოკლულის დასთან

25.03.24 20:21
მოსკოვის ტერაქტის ქართველი მსხვერპლი - "პირველების" ინტერვიუ მოკლულის დასთან

მოსკოვის ტერაქტის ქართველი მსხვერპლი - "პირველების" ინტერვიუ მოკლულის დასთან, რომელიც ოჯახის წევრის დაკრძალვაზეც ვერ ახერხებს ჩასვლას. ირინა შერბაკოვას და მისი მეუღლის ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა აუცილებელი. ცოლ-ქმარს, სავარაუდოდ, იმ დროს ესროლეს, როდესაც "კროკუს" ცენტრიდან გაქცევას ცდილობდნენ. ქალს ზურგში და კისერში აქვს ნასროლი, მის მეუღლეს კი გულში.

დმიტრი მედვედევი ტერორისტების ლიკვიდაციას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კანონმდებლობით სასჯელის ეს ზომა გაუქმებულია, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი თავდამსხმელების დახვრეტის ინიციატივით გამოდის. დღეს ოთხივე მათგანს პატიმრობა მიესაჯა. თვალდაკარგული, ყურმოჭრილი და ერთი საერთოდ გონდაკარგული. ასეთ მდგომარეობაში მიიყვანეს ტერაქტში ბრალდებულები სასამართლო პროცესზე. ბოლო მონაცემებით, ტერორისტების მიერ მოწყობილ სასაკლაოს 137 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 ბავშვია.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები