შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული თავისუფალია - რა თქვა სასამართლოზე 28 წლის ქალმა

25.03.24 20:09
შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული თავისუფალია - რა თქვა სასამართლოზე 28 წლის ქალმა

შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული ქალი თავისუფალია. მაკა ალექსანდრიას სასამართლომ 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.  ბრალდებული შეყვარებულისა და მისი მეგობრის ღალატის მსხვერპლია - ასე ამართლებდა დღევანდელ პროცესზე  დაცვის მხარე 28 წლის ქალს, რომელმაც საყვარელი მამაკაცი დანით დაჭრა.  სისხლიანი დაპირისპირება შეყვარებულებს შორის  ფონიჭალაში ორი დღის წინ მოხდა. მოტივი ეჭვიანობაა.

ბრალდებული ამტკიცებს, რომ "ბრალდებულმა მის შეყვარებულს და მეგობარს საძინებელში შეუსწრო", ამის შემდეგ მამაკაცს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.  დაჭრილი მამაკაცი ამ  ამ დრომდე საავადმყოფოშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პროკურატურა გირაოს შეფარდებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება საბოლოოდ ქალის სასარგებლოდ მიიღო. 

რა ჩვენება მისცა დღეს ბრალდებულმა სასამართლოს - ლიზა ლასარეიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები