ნატახტარში პროტესტის ტალღამ იფეთქა - ტრაილერის მძღოლები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ

25.03.24 20:03
ნატახტარში პროტესტის ტალღამ იფეთქა - ტრაილერის მძღოლები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ

ტრაილერის მძღოლები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ - დაპირების მიუხედავად, მათი მოთხოვნებიდან არცერთი ამ დრომდე არ შესრულებულა, ამიტომ პროტესტის ეპიცენტრი ისევ ნატახტარია, სადაც მძღოლებმა აქცია გამართეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს და მის გარემოცვას კორუფციაში ამხელენ, შესაბამისი უწყებებიდან კი მოითხოვენ, დაინტერესდნენ იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რაც ამ სამსახურში მოქმედებს. დაპირება გაიცა, თუმცა ტვირთების გადაზიდვის ნებართვა ამ დრომდე არა ოფიციალურად, არამედ ისევ შავ ბაზარზე იყიდება.
 

მსგავსი სიახლეები