10 აპრილს მოსკოვში ახალი ტერაქტის მოწყობისთვის მოქალაქეებს 7000$-ს სთავაზობენ - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია
10 აპრილს მოსკოვში ახალი ტერაქტის მოწყობისთვის მოქალაქეებს 7 ათას დოლარს სთავაზობენ - „ბაზა„ ავრცელებს მესიჯებს, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს უგზავნიან. გამოცემის თანახმად, ახალი ტერაქტები სავაჭრო ცენტრ „მეგაში“და „კონტინეტშია“ დაგეგმილი, დამკვეთები კი რუსი ახლაგაზრდების რეკრუტირებას ახდენენ.
პარალელურად, რუსულმა სპეცსამსხურებმა მოსკოვის ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით კიდევ სამი პირი აიყვანეს, მათ შორის 33 წლის ამინჩონ და 24 წლის დილოვარ ისამილოვები. არსებული ინფორმაციით, 24 წლის კაცი იმ მანქანის მძღოლი იყო, რომლითაც ტერორისტები საკონცერტო დარბზში მივდინენ და ტერაქტის შემდეგ დანაშუალის ადგილი დატოვეს. მათთან ერთად დაკავებულია 64 წლის კაციც, რომელიც ამ დაჯგუფების ლიდერად სახელდება. ყველა დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.