"საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მატარებელია" - დაარღვევს თუ არა დუმილს კაცი, რომელიც ცოლის მეგობარს სასტიკად გაუსწორდა
ცოლის მეგობრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ბიჭიკო ბაჩილავა შესაძლოა სასამართლოზე ალაპარაკდეს - 41 წლის კაცმა მოსამართლეს უნდა უთხრას, რატომ გაიმეტა 28 წლის მეზობელი და რატომ მიაყენა ახალგაზრდა ქალს მრავლობითი მოტეხილობები და ჭრილობა დანით.
ადვოკატი არჩილ დვალიშვილი "პირველებს" ეუბნება, რომ კონფლიქტი სავარაუდოდ პირად ცხოვრებას უკავშირდება.
"რაც შეეხება საქმის დეტალებს, გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველი, რაღაც ინფორმაციის შემცველია საქმე. აქედან გამომდინარე ბრალდებულთან შეუთანხმებლად მეც გამიჟღერდება პოზიციების გაჟღერება" - აცხადებს ადვოკატი.
არჩილ დვალიშვილი სასამართლოს 10 000 ლარიან გირაოს შესთავაზებს.
ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბიჭიკო ბაჩილავა მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაულის იარაღი, დანაც წარადგინა.
28 წლის ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება - უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბიჭიკო ბაჩილავას პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მუხლი დაუმძიმა.
41 წლის კაცს ახლა მეზობლის მკვლელობის მცდელობას ედავებიან - საქმეზე კვალიფიკაცია ქალის სხეულზე აღმოჩენილი უმძიმესი დაზიანებების გამო შეიცვალა - 28 წლის ქალს სახე დასერილი აქვს, ნეკნები ჩატეხილი, სხეულზე კი ათობით ჭრილობა აქვს მიყენებული.
ცნობისთვის, თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალი 24 მარტს დაჭრეს.