განგაში სკოლაში - ბავშვების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

26.03.24 13:28
განგაში სკოლაში - ბავშვების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მე-11 კლასის მოსწავლე, რომელმაც სასწავლო პროცესის დროს საკლასო ოთახში ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, ახსნა-განმარტებას მშობლების თანდასწრებით აძლევს. 

ირკვევა, რომ თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ინციდენტი მეორე გაკვეთილის შემდეგ მოხდა. ინტოქსიკაციისა და სუნთქვის გაუარესების გამო, სკოლის დირექცია იძულებული გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. 

მედიკოსებმა მოსწავლეების დიდ ნაწილს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, ხოლო მათ, ვისაც ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ასეთი სულ 6 მოსწავლეა. 

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის  თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ აღიარა, რომ წიწაკის სპრეი თავად გაუშვა, თუმცა ამბობს, რომ მოსალოდნელი შედეგების შესახებ არაფერი იცოდა. 

მსგავსი სიახლეები