შავ ბაზარზე გაყიდული ლიცენზიები - ტრაილერების მძღოლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ
მძღოლები უწყვეტ პროტესტს აანონსებენ, კორუფციაში ბრლდებული სააგენტოს შეფი კი პოსტს არ ტოვებს. ქუჩაში გამოსული მძღოლები რამდენიმე კვირაა სისტემურ კორუფციაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ ტვირთების გადასაზიდად საჭირო ლიცენზიები მხოლოდ შავ ბაზარზე იყიდება, ამ სქემის სათავეში კი სააგენტოს შეფი და მის გარემოცვა დგას. აქციის მონაწილეები სააგენტოს ხელმძვანელის გადადგომას და მის წინააღმდეგ დევნის დაწყებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშლას არ აპირებენ.
ჩვენ უშუალოდ მოვითხოვთ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობის შეცვლას. მოვიდეს კომპეტენტური პირი, რომელიც დაგვაკმაყოფილებს, მეტი ჩვენ არაფერი გვჭირდება. ნებართებს ვითხოვდით და ახლა გამოვიდნენ და 16 ათასი მანქანაა რეგისტრირებული. მოგვცეს 2500 მანქანის ნებართვა 16 ათას მანქანაში და 6 თვე ნებართვები არ იქნებაო, დაილია, ამოიწურა ეს ნებართები, მაქსიმალური ოდენობა გაუციათ. იმით იმართლებენ თავს, რომ რატომ იყიდეთ ამდენი მანქანები, - ამბობბს პროტესტის მონაწილე მძღოლი.