საქართველო ისტორიული მატჩის მოლოდინშია
60 ათასი ქომაგი სტადიონზე და 100 ათასობით ტელევიზორთან მიჯაჭვული გულშემატკივარი - დღეს მთელი ქავეყანა ფეხბურთით ცხოვრობს. ერთ საათში დედაქალაქში ყველაფერი გაჩერდება და ასე იქნება მატჩის დასრულებამდე. დღეს შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაიწეროს. გაირკვევა, რომელი გუნდი გავა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოსთვის ეს პირველი შანსია და ახლა ქართველ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა დღევანდელი მატჩი ეროვნულ ზეიმად.
საბერძნეთის გამოცდილ გუნდს უმძიმესი შეხვედრა ელოდება და ამას ბერძნული მედიაც აღიარებს. ბერძნები გადაჭედილი სტადიონის და ქართველი ფეხბურთელების უდიდესი მოტივაციის დაძლევას შეეცდებიან. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე დასახელებულია და დღეს მოედანზე იმ გუნდს, რომელმაც 5 დღის წინ თბილისში ლუქსემბურგი დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიაც დაემატება. გადამწყვეტ მატჩამდე კი ერთი საათია.
ვრცლად ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.