ლარი უფასურდება - ეკონომისტები ეროვნულ ბანკს არასწორ ინტერვენციებში ამხელენ

26.03.24 20:33
ლარი უფასურდება - ეკონომისტები ეროვნულ ბანკს არასწორ ინტერვენციებში ამხელენ

 

 

დოლარის ჭარბი რეზერვების ფონზე ლარი უფასურდება. ეკონომისტები ეროვნულ ბანკს არასწორ ინტერვეციებში ამხელენ. ბანკმა თითქმის 80 მილიონი დოლარი იყიდა, რასაც ვალუტის კურსის ცვალებადობა მოჰყვა. ლარის გაუფასურება კი პირდაპირ პროპორციულად აისახება ფასებზე. ძვირდება პროდუქტი და სხვადასხვა მომსახურება. 

რატომ იღებს ნათია თურნავა დოლარის ჭარბი რეზერვების დაგროვების გადაწყვეტილებას ლარის გაუფასურების ფონზე? ბანკი თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა. არადა, ბრალდებები ფინანსური ინსტიტუტის მიმართ ნაკლები იქნებოდა თუ რეზერვების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დროულად გასაჯაროვდებოდა. ამის საშუალებით გავიგებდით, რას აკეთებს ეროვნული ბანკი ლარის კურსის სტაბილურობისთვის.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები