კაცი, რომელმაც მეზობელ ქალს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, ციხეში გაუშვეს - რა მოხდა პროცესზე?

26.03.24 20:13
კაცი, რომელმაც მეზობელ ქალს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, ციხეში გაუშვეს - რა მოხდა პროცესზე?

 

 

კაცი, რომელმაც მეზობელ ქალს დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა, მოსამართლემ ციხეში გაუშვა. ბიჭიკო ბაჩილავამ დუმილი სხდომაზე დაარღვია და მომხდარში დაზარალებული დაადანაშაულა. ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ქალის მხრიდან სისტემატიური მუქარის მსხვერპლი იყო, თავდაპირველად თავს მას სწორედ დაზარალებული დაესახა, რის შემდეგაც კაცი მოგერიების რეჟიმზე გადავიდა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბიჭიკო ბაჩილავას მეუღლეც, რომელიც საქმის ოქროს მოწმეა. სწორედ მის თვალწინ გაუსწორდა ახალგაზრდა კაცი ცოლის მეგობარ ქალს.  გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაკავებულის მეუღლემ სასამართლოს შენობა დუმილით დატოვა. ბრალდებულს კი 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან  მას ბრალი დაუმძიმდა და ახლა განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპოპრტაჟში.

მსგავსი სიახლეები