გაყიდული ბავშვების საქმე - დანაშაულებრივი სქემის სავარაუდო მსხვერპლი ქალები თამარ კორძაიას ხვდებიან
საგანგებო შეხვედრა პარლამენტში - ქალები, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ მათი შვილები წლების წინ თაღლითურის სქემის შედეგად გაყიდეს, თამარ კორძაიას ხვდებიან. ისინი დეპუტატს აწვდიან ინფორმაციას, რაც მათ აფიქრებინებთ, რომ შესაძლოა დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი იყვნენ. განიხილება ის გზები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება.
არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტიც მომზადდეს, რომელიც პარლამენტში დაინიცირდება. ბავშვების გაყიდვის 5 საქმე, რაც სპეციალურმა ჯგუფმა საკუთარი რესურსით მოიკვლია, გამოსაძიებლად პოლიციას უკვე გადაეცა, თუმცა დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი საქართველოში კიდევ ათეულობით ოჯახია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.