სპეცოპერაცია უზენაესი სასამართლოს მისატაცებლად - ვის ამზადებს კლანი უვადო მოსამართლეების პოსტებზე გასამწესებლად?

27.03.24 11:59
სპეცოპერაცია უზენაესი სასამართლოს მისატაცებლად - ვის ამზადებს კლანი უვადო მოსამართლეების პოსტებზე გასამწესებლად?

სპეცოპერაცია უზენაესი სასამართლოს სრულად ხელში ჩასაგდებად - კლანი მოქმედებებაზე გადავიდა. სამიზნე ამჯერად ქვეყნის უმაღლესი სასამართლოა, სადაც ორ მოსმართლეს, ნინო ბაქაქურს და ზურა ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა ათ თვეში ეწურება, თუმცა სისტემას იქ მისთვის სასურველი კადრები უკვე შერჩეული ჰყავს. უვადო მოსმართლეობის პოსტისთვის ირაკლი ბონდარენკოს ამზადებენ - ქუთაისის აპელაციის თავმჯდომარეს, ანტიამერიკული კამპანიის მხადამჭერს, მოსმართლეების შემოწმების მოწანააღმდეგეს და ლევან მურუისიძის დაჯგუფების დიდ გულშემატკივარს. 

ბონდარენკოს გასაუბრება საბჭოში დღეს ორ საათზეა  ჩანიშნული. 

არასამთავრობოები ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კლანი ახლა ცდილობს, რომ მესამე ინტანციაში გავლენები გაიძლიეროს და ისეთი კადრები დანიშნოს, რომლებიც მათი და "ოცნების" დავალებებს შეასრულებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ბაქაქურის და ძლიერიშვილის პოზიცია ჯერ არ არის ვაკანტური და დაახლოებით 9 თვით ადრე გადაწყვიტა საბჭომ, რომ გამოეცხადებინა კონკურსი. ისინი შეეცდებიან, რომ საქართველოს პარლამენტმა არ ვადაში მოახერხოს მათთვის მსაიღები კადრების არჩევა. ეს არის ალბათ მათი მთავარი ამოცანა და ამიტომაც გამოცხადდა კონკურსი უფრო ადრე, ვიდრე ის უნდა გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, ბონდარენკოს აქვს შანსი, იმიტომ, რომ ეს არის კანდიდატი, რომელთანაც აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ამ გვალენიან ჯგუფს, აქედან გამომდინარე გასაუბრება ბონდარენკოასტან იქნება აბსოლუტურად წინასწარ შეთანხმებული, დაგეგმილი კითხვებით, - ამბობს "სასამართლო გუშაგის" თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი. 

რეგისტრირებული 18 კანდიდატინ 13 მოქმედი მოსამართლეა. მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ბადრი შონია და პაატა სილაგაძე. მას შემდეგ, რაც 18 კანდიატს გაესაუბრებიან, საბჭო საქართველოს პარლამენტს 3 კანდიდატს წარუდგენს, რის შემდეგაც უკვე პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებენ თუ არა ამ 3 კანდიატს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ.

მსგავსი სიახლეები