ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - პროცესი დღეს გაიმართება

27.03.24 11:37
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - პროცესი დღეს გაიმართება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 27 მარტს გაიმართება. 

პროცესი ჯერ კიდევ 2023 წლის 30 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მას შემდეგ, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, 4-ჯერ გადაიდო.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს,  ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. მას ოლიგარქის ფულის ბიტკოინებში დაბანდებასაც ედავებიან. 

პროკურატურის ვერსიით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია. 

2023 წის 6 ივლისს მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ქვეყნიდან გასვლაც აუკრძალეს.

მსგავსი სიახლეები