აქცია კანცელარიასთან - მძღოლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
თბილისში საპროტესტო ტალღამ იფეთქა - ქუჩაში გამოსულმა მძღოლებმა კანცელარიაში წერილი შეიტანეს.
აქციის მონაწილეები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში არსებულ კორუფციაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ იმ უსამართლო სისტემის მსხვერპლი გახდნენ, რომელიც სააგენტოშია გამეფებული.
შეკრებილები ახლა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვენ და პრემიერის ადეკვატურ რეაგირებას ელოდებიან.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახური არამცთუ იმას აკეთებს, რაც ევალება, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობენ, ეს დანაშაული რაიმე სახით ისევ გადამზიდებს დააბრალონ. კორუფციული ფაქტებია არაერთი. არამარტო თურქეთის ნებართვებზე, აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ნებართვა არის პრობლემური. მხოლოდ საქართველოში, რადგან ასეთი პრობლემა არცერთ ქვეყანაში არ არის. ჩვენ პოლიტიკური პარტიები კი არ ვართ, გადამზიდავები ვართ. ჩვენი საქმეა სამუშაო და არა ინტერვიუს მიცემა და შეკრებები, მაგრამ იძულებული გაგვხადა და სხვა გამოსავალი არ გვაქვს", - ამბობს აქციის მონაწილე.