დაკავებულია კაცი, რომელმაც კახეთში ოთხი ბინა გაქურდა
დაკავებულია კაცი, რომელმაც კახეთში ოთხი ბინა გაქურდა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 42 წლის კაცს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების დროს პოლიციამ ბრალდებულის სახლიდან მოპარული ნივთები ამოიღო.
გომელაურის უწყების ცნობით, დაკავებულმა ქურდობის ოთხივე ეპიზოდი თელავში ჩაიდინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.