ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა წულუკიანს დავა სამივე ინსტანციაში მოუგო
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს სამივე ინსტანციაში დავა მოუგო - დინარა ვაჩნაძის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ უკანონოდ ცნო მისი გათავისუფლება და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურების გადახდა დააკისრა.