საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსების ორდენს გადასცემენ - კიდევ ვის გადაეცემა უმაღლესი ჯილდო?

27.03.24 14:24
საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსების ორდენს გადასცემენ - კიდევ ვის გადაეცემა უმაღლესი ჯილდო?

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ეროვნულ ნაკრებსა და მთლიანად საქართველოს კიდევ ერთხელ მიულოცა გუშინდელი ისტორიული გამარჯვება.

პრემიერმა თქვა, რომ ღირსების ორდენით ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დაჯილდოვდება.

დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული იყო ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ მათ ღირსების ორდენს. ასევე მთლიანად სამწვრთნელო შტაბი იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე და ფედერაციის ხელმძღვანელობა ასევე იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან", - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები