მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მთლიანად ქვეყანას ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.
ჰერჩინსკიმ გუშინდელი მატჩი ემოციურად შეაფასა და ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.