საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

27.03.24 17:58
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს - მისალოც წერილს საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ილია მეორე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას უსურვებს.

საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენის მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას.

მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ ქვეყანა კვლავაც გამარჯვებებით გაგეხარებინოთ.

მამაშვილური სიყვარულით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, - ნათქვამია მისალოც წერილში.

მსგავსი სიახლეები