გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული ცნობილი ჰიტი - რას ყვებიან სიმღერის ავტორები 33 წლის წინ დაწერილ სიმღერაზე
33 წლის წინ დაწერილი სიმღერა, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა - მერაბ სეფაშვილის ცნობილი ჰიტი ისმოდა ყველგან. სტადიონზე ამ სიმღერით საქართველოს ნაკრებს ამხნევებდნენ, მატჩის დასრულების შემდეგ კი უკვე თავად ფეხბურთელები უმღეროდნენ გულშემატკივრებს. გია მაჭარაშვილის მუსიკაზე ირმა სოხაძის მიერ დაწერილ ტექსტში თავდაპირველად გაიღიმეს ნაცვლად დაიძინე იყო, თუმცა მოგვიანებით მერაბ სეფაშვილის თხოვნით ტექსტი შეიცვალა. დღეს კი ჰიტმა სულ სხვა დატვირთვა მიიღო და საქართველოს ნაკრების მიერ დაწერილი კეთილი ზღაპრის სიმბოლოდ იქცა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.