ბაჩიაშვილის საქმე ივანიშვილს შესაძლოა, უკან შემოუტრიალდეს - მივა თუ არა ოლიგარქი სასამართლოში

27.03.24 20:01
ბაჩიაშვილის საქმე ივანიშვილს შესაძლოა, უკან შემოუტრიალდეს - მივა თუ არა ოლიგარქი სასამართლოში

 

ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, უკან შემოუტრიალდეს. ოლიგარქის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება აუდიო ჩანაწერია, რომელიც  თანაინვესტირების ფონდის ყოფილი შეფისა  და ივანიშვილის საუბარს ასახავს.  ერთმა  აუდიო ფაილმა ეს საქმე შესაძლოა თავდაყირა დააყენოს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჩანაწერით ივანიშვილი ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ აძლევს 

ახლა მთავარ ინტრიგად რჩება, მივა თუ არა მომჩივანი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში და მისცემს თუ არა ჩვენებას ერთ დროს მისთვის ყველაზე სანდო კაცის წინააღმდეგ. ეს ამ საქმის კულმინაციური ნაწილია. ოლიგარქი მოწმეთა სიაშია და სასამართლოშიც დაიბარეს. თუ ის პროცესზე მისვლას გადაწყვეტს, უნდა დაამტკიცოს, რომ მისი კუთვნილი  კრიპტოვალუტა მიითვისა კაცმა, რომელსაც მთელ თავის ფინანსებს ანდობდა.  ბრალდებულ   ბაჩიაშვილის საქმეზე  საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვები დაიწყება.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები