"ჩემს მაცივარში ვერ შეგახედებთ" - უზენაესი სასამართლოს მისატაცებლად "კლანი" მოქმედებაზე გადავიდა

27.03.24 20:27
"ჩემს მაცივარში ვერ შეგახედებთ" - უზენაესი სასამართლოს მისატაცებლად "კლანი" მოქმედებაზე გადავიდა

 

ჩემს მაცივარში ვერ შეგახედებთ - ამ სიტყვებით დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ამტკიცებდა, თუ რატომ არ უნდა გაიაროს კეთილსინდისირების ტესტი. სასამართლოს მისატაცებლად კლანი მოქმედებაზე უკვე გადავიდა. მურუსიძე-ჩინჩალაძის არაფორმალური ჯგუფი ჩქარობს. ორი მოსამართლის პოსტი ვაკანტური ათ თვეში გახდება, თუმცა კლანმა ბაქაქურისა და ძლიერიშვილის   შემცვლებებზე ზრუნვა უკვე დაიწყო. მურუსიძე ჩინჩალაძეს არ აქვს გარანტია, რომ არჩევნების შემდეგ ახალი მოწვევის პარლამენტი მათ კანდიდატებს მწვანე შუქს აუნთებს, ამიტომ  ყველაფრის მოსწრებას ახლა გეგმავენ.

გასაუბრების ეტაპი იუსტიციის საბჭოში დღეს დაიწყო, თუმცა  ყველა კარგად ხვდება, რომ პროცედურა მხოლოდ  ფორმალობაა. ჩვენი ინფორმაციით,  სისტემაში უვადოდ    განამწესებენ   ირაკლი ბონდარენკოს  ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ანტიამერიკული კამპანიის ერთგული მხადამჭერი და დასაქნცირებული  ლევან მურუსიძის დაჯგუფების დიდ გულშემატკივარია. მოსამართლემ ერთგულება კლანს დღევანდელ გასაუბრებაზეც დაუმტკიცა

დეტალები ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები