ერთი დღე ლაზარეს განაჩენამდე - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

27.03.24 20:39
ერთი დღე ლაზარეს განაჩენამდე - რა მოლოდინი აქვს ოჯახს

 

ერთი დღე ლაზარეს განაჩენამდე. ხვალ მოსამართლე ზვიად შარაძემ ახალგაზრდა აქტივისტის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. მანამდე კი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, როგორ ვითარდებოდა ერთი წლის განმავლობაში რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის ირგვლივ მოვლენები და  როგორ დასაჯა სამაგალითოდ ლაზარე ხელისუფლებამ.

"ლაზარეს 12 მსაჯული" - ამ სახელწოდებით, პარტია "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით გადაღებული ფილმის ჩვენება ამ წუთებში დედაენის ბაღში მიმდინარეობს. იქ იმყოფება ლაზარეს დედაც. თამთა კალანდაძეს მოლოდინი აქვს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გამამართლებელი განაჩენი დადგება, რადგან მისი თქმით, საქმეში ხელჩასაჭიდი ფაქტები არ არსებობს.

არაფერი არ უჭირავთ მის საწინააღმდეგოდ. არის პოლიციელების ცრუ ჩვენებები და ამის საფუძველზე სურთ, რომ ლაზარე 7-დან 11 წლამდე ჩასვან ციხეში. მათ ხელჩასაჭიდი და ფაქტი არაფერი აქვთ, რომ დაუმტკიცონ ლაზარეს ის, რასაც აბრალებენ. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში დავფიქრდით ამაზე, თორემ მანამდე რაღაცა გვეგონა, რომ გაამტყუნებდნენ. 17 ნოემბერს უნდა ყოფილიყო ბოლო სასამართლო და იმის მერე გვიწელავენ", - აცხადებს ლაზარეს დედა.

მსგავსი სიახლეები