ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა?! - რა მოხდა ჭახათში

27.03.24 22:29
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა?! - რა მოხდა ჭახათში

tvpirveli.ge-სთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მომხდარი სისხლიანი ინცინდენტის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - წყაროს მიერ მოწოდებული იფორმაციის თანახმად, 2 დღის წინ ძმებს შორის დაწყებული კონფლიქტი ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა.      

მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. tvpirveli.ge-ს ინფორმაციით,  40 წლამდე კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გვან ღამით შეიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ინცინდენტის დროს, ძმები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნან. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტმა მედიკოსებს უთხრა, რომ ღია ჭრილობა მაშინ მიიღო, როცა საოჯახო საქმეებს აკეთებდა. 

კაცმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზეც უარი თქვა. 

როგორც tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმის მიერ ძმის დაჭრის ფაქტი თადაპირველად ajaratimes.ge-მ და ajaratv.ge-მ გაავრცელეს. 

მსგავსი სიახლეები