"თაღლითური გზით 340 ათასი ლარი მიითვისეს" - ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

28.03.24 10:14
"თაღლითური გზით 340 ათასი ლარი მიითვისეს" - ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ეგრეთ წოდებული ქოლცენტრების საქმეზე ორი პირია დაკავებული - ევროპელი პენსიონერების ძარცვაში მხილებულმა პირებმა, ჯამურად თაღლითური გზით 340 ათასი ლარი მიითვისეს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სავარაუდო დამნაშავეები ორგანიზებულად, თაღლითური ქსელის სხვა წევრებთან ერთად მოქმედებდნენ. განსასჯელის სკამზე მსხდომი პირები უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს ურეკავდნენ და არწმუნებდნენ, რომ ინვესტიციების სანაცვლოდ დიდ მოგებას აშოვნინებდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდო დამნაშავეებს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები