თავისუფლებაზე თუ ისევ ციხეში - რას გადაწყვეტს მოსამართლე ლაზარეს საქმეზე

28.03.24 11:17
თავისუფლებაზე თუ ისევ ციხეში - რას გადაწყვეტს მოსამართლე ლაზარეს საქმეზე

ჩააბარებს თუ არა სასამართლო ტესტს - მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ლაზარე გრიგორიადისი განაჩენის მოლოდინშია.

ზუსტად 1 სააათში მოსამართლე ზვიად შარაძემ უნდა გადწყვიტოს, გაუშვებს თუ არა 22 წლის ბიჭს ციხეში, თუ ერთ-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მარტის აქციების მონაწილე საპყრობილეს დატოვებს.

ლაზარე გრიგრორიადისის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში მოლოტივის კოქტეილის სროლის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მიუხედავად ამისა, უფლებადმცველი ეჭობს, რომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

როგორც ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, დაცვის მხარე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

დაცვის მხარე მზად ვართ, რომ წარმოვთქვათ ჩვენი დასკვნითი სიტყვა. ასევე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისიც სრულ მზადყოფნაშია მისი საბოლოო სიტყვისთვის და დღეს დადგება დიდი ალბათობით განაჩენი. არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ, რაც დაადასტურებდა ლაზარეს ბრალეულობას, როგორც მოლოტოვის კოქტეილის სროლაში, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას. იგულისხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი, ტოიოტა კოროლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, დაცვის მხარემ არაერთხელ განმარტა და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი გამამართლები განაჩენის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენის. თუმცა, აქვე დავამატებ, რომ თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, დაცვის მხარეზე ლაზარე გრიგორიადისიც მეორე დღესვე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით", - ამბობს ბითაძე.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 2023 წელს, 7-8 მარტის აქციების დროს დააკავეს. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანის დაწვაში ედავება.

მსგავსი სიახლეები