15 მილიონის მანქანები - დაცვისას პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკს აახლებს - რა კითხვები არსებობს?
15 მილიონი ლარის მანქანები - დაცვისას პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკს აახლებს. უწყება მხოლოდ საინკასაციო ავტომობილების შესაძენად 10 მილიონზე მეტ ლარს გადაიხდის, თუმცა ყველაზე მეტ კითხვას მეორე შესყიდვა აჩენს - ირკვევა, რომ ოთხ მილიონ ნახევარი, ბიუჯეტიდან დაჯავშნილ პიკაპებში უნდა გადავიხადოთ.
- უფრო კონკრეტულად: სატენდერო დოკუმენტის თანახმად, სპეციალიზებულ, დაჯავშნულ, ფურგუნის ტიპის 35 მანქანაში უწყება 10 532 200 ლარს გადაიხდის.
- რაც შეეხება პიკაპის ტიპის ავტომობილებს, დაცვისას პოლიციის დეპარტამენტი 20 ავტომობილში 4 534 720 ლარს გადაიხდის.
"ტვ პირველი" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა მაღალჩინოსანი სატელეფონო ზარებს დილიდან არ პასუხობს.
ოპოზიციას აინტერესებს - რა მიზნით სჭირვებიათ ეს კონკრეტული შეჯავშნილი ავტო-მობილები უწყებაში. დაცვის პოლიცია სახელმწიფოსგან ფინანსდება, ამიტომ აქვე საინტერესოა, სად წავიდა ან რა დაუწუნეს ძველ ავტომობილებს.