მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა გადადო
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა დღეს არ ჩატარდება - მოსამართლემ ჩანიშნული სასამართლო პროცესი მოულოდნელად ისევ გადადო.
ზვიად შარაძემ უარი უთხრა ბრალდებულს სასამართლოში დისტანციურად ჩართულიყო, ამიტომ მომდევნო პროცესი 8 აპრილს, 15 საათზე ჩაინიშნა.
იმ შემთხვევაში, თუ მომავალ სხდომაზე მარტის აქციების დროს დაკავებული 22 წლის ბიჭი არ თბილისის საქალაქო სასამართლოში არ მივა, მაშინ მოსამართლის თქმით, საბოლოო ვერდიქტი ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის თქმის გარეშე გამოცხადდება.
ბრალდებულთან ერთად შეადგინეს ოქმი, რომ ბრალდებულმა უარი განაცხადა სხდომაზე გამოცხადებაზე. მისი განმრტებით, სურვილი აქვს, რომ ჩაერთოს დისტანციურად. მოცემულ შემთხვევაში, მას არც ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნია და არც რაიმე სხვა ისეთი პრობლემა, რის გამოც დისტანციურად ჩართვა უნდა მოეთხოვა. შესაბამისად, ამ სხდომაზე დასკვნით სიტყვას არ მოვისმენთ. პროცესი გადაიდება ერთი კვირით. მხარეები უნდა გამოცხადდნენ სხდომაზე. ეს არის პროცესის პირდაპირი ჩანაწერი", - ამბობს მოსამართლე.