გასულ წელს საქართველოში 2 542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

28.03.24 12:51
გასულ წელს საქართველოში 2 542 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

გასული სამი წლის მსგავსად, 2023 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

ირკვევა, რომ გასულ წელს 40 214  ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 42 756 იყო. ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით, 13%-ით ნაკლებია.

უფრო კონკრეტულად: 

2023 წელს ცოცხლად დაბადებულ ბავშვებს შორის შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა.

გასულ წელს ყველაზე მეტი ახალშობილი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

დოკუმენტის მიხედვით: 

  • 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, პირველი შვილების წილი 39,1%-დან 37.7% შემცირდა. მეორე შვილის წილმა 33,6% შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 26,6%-დან 27.5%-მდე გაიზარდა.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა“, - ამბობენ საქსტატში. 

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა 2023 წელს?

2023 წელს 42 756 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ყველაზე ნაკლები ადამიანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გარდაიცვალა. 

ირკვევა ისიც, რომ:

  • ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა 2023 წელს 8.2 მეათასედი შეადგინა.
  • 2023 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა9.5 მეათასედი შეადგინა

 

მსგავსი სიახლეები