ბაკურიანში თოვლის მასა მოწყდა - მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ

28.03.24 13:45
ბაკურიანში თოვლის მასა მოწყდა - მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ

ბაკურიანში მიწის მასა მოწყდა - მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ ზვავში მოჰყვა. ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და  შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში,   სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.

არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია  სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი"- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები