EURO 2024-თან დაკავშირებით, გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისების დამატებაზე მოლაპარაკება დავიწყეთ - ქარქაშაძე
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, EURO 2024-თან დაკავშირებით საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ჩარტერული რეისების დამატებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე და ასევე დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ბიჭები ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე. აუცილებლად შევეცდებით, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, სრულად დავაკმაყოფილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.