მოსამართლემ არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, ლაზარეს პროცესი არ ჩაეტარებინა - ნაზი ჯანეზაშვილი

28.03.24 15:24
მოსამართლემ არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, ლაზარეს პროცესი არ ჩაეტარებინა - ნაზი ჯანეზაშვილი

ლაზარე გრიგორიადისის პროცესის 11 დღით გადადების შემდეგ,  მოსამართლე ზვიად შარაძეს "დასაბუთებულ და კანონსაწინააღმდეგო" ქმედებაში ამხელენ.

"სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ გადაწყვეტილება არა კანონის, არამედ საკუთარი სურვილების მიხედვით მიიღო.

ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე ზვიად შარაძის რეპლიკები არ შეესაბამებოდა მაღალ სტანდარტებს, რომელიც საზოგადოებაში მის მიმართ ნდობის გაღვივებას გამოიწვევდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ დღეს მოსამართლემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, რადგან შარაძემ არგუმენტაციის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დარბაზში მყოფი პირებისთვის გაუგებარი და უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ლაზარეს, რა თქმა უნდა, ჰქონდა შესაძლებლობა და უფლება, რომ ამ სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად მიეღო, რისი საშუალებაც მოსამართლემ არ მისცა და შესაბამისი არგუმენტებიც არ განუმარტავს მოსამართლეს. მე გავამახვილებდი ასევე ყურადღებას შინაარსის გარდა, ფორმაზე, თუ როგორ წარმართავს მოსამართლე პროცესს. მისი გამოსვლა, რეპლიკა, კომენტარები არანაირად არ პასუხობდა და არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტს, რომლისთვისაც მოსამართლე უნდა იბრძოდეს, რადგან მის მიმართ არსებობდეს საზოგადოების მხრიდან ნდობა. დარბაზი სავსე იყო ხალხით, ამიტომ უნდა განემარტა, თუ რა წერია 38-ე მუხლში, მაგრამ განმარტება ხელს შეუშლიდა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს არ ყოფილიყო რეპლიკები დარბაზში მსხდომი პირების მხრიდან და ალბათ, ამიტომაც შეიკავა თავი", - ამბობს ჯანეზაშვილი.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი კვლავ, 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაწვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარეს 7-იდან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები