სასამართლო პოლიტიზებულია და მოქმედებს შერჩევითი სამართალი - მალაშხია ლაზარეს პროცესის გადადებაზე
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომის მოულოდნელად გადადებას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ - ქალი ევროკავშირის დროშით ხელში დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიზებულია და შერჩევითი სამართალი ბატონობს.
ნანა მალაშხია ერთადერთ იმედად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მიიჩნევს და ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბიჭი შეიწყალოს.
ეს გადადება კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და არსებობს შერჩევითი სამართალი, კლანური მმართველობის სისტემა. საერთოდ რისი იმედი უნდა გვქონდეს, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ უდანაშაულოა და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება მას. სწორედ ამიტომ მოვედი როგორც მარტის აქციის ერთ-ერთი მონაწილე. ერთადერთი რისი იმედიც მაქვს, ეს არის პრეზიდენტი. ნოემბერში მას მივმართე ლაზარეს შეწყალების თხოვნით და ვფიქრობ, რომ ერთადერთი ბერკეტი ამ ქვეყანაში არის პრეზიდენტი", - ამბობს ნანა მალაშხია.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი კვლავ, 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაწვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარეს 7-იდან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.