უბედური შემთხვევა ბაკურიანში - ზვავში მოყოლილ მამაკაცს, მაშველები ამ დრომდე ვერ აგნებენ
ზვავში მოყოლილ მამაკაცს, მაშველები ამ დრომდე ვერ აგნებენ. ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაციაა უწყვეტად მიდის.
ძებნის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც, რომელმაც მაშველები შემთხვევის ადგილზე ჩაიყვანა და ახლა უკვე დაბა ბაკურიანში დაბრუნდა. "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, ადგილი მიუვალია, რაც ძებნა-შველის ოპერაციას ართულებს.
მამაკაცის კვალი ოთა-ოშორის გზის მიმდებარედ იკარგება. მთაში ბურანით სასეირნოდ წასული ექვსი ადამიანიდან ხუთმა ზვავს გამოასწროო, ერთი კი იმ დროს გაუჩინარდა, როცა მთას თოვლის მასა მოწყდა.