მოსამართლის ულტიმატუმი ლაზარეს და გადადებული სხდომა - რატომ ჭიანურდება ბოლო დროის ხმაურიანი პროცესი
მოსამართლე ზვიად შარაძის ულტიმატუმი პატიმარ ლაზარე გრიგორიადისს. ან მოვა სასამრთლო სხდომაზე ან მისი საბოლოო სიტყვის გარეშე გამოცხადდება გადაწყვეტილება. ლაზარე არც დღეს ჩართეს პროცესზე დისტანციურად და არც მომავალ სხდომაზე მისცემენ ამის უფლებას. უფლებადამცველები პატიმრის უფლებების და კანსტიტუციის უხეშ დარჩევაზე მიუთითებდნენ, თუმცა მოსამართლემ არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა. შვებულებიდან დაბრუნებულმა შარაძემ პროცესი კიდევ 10 დღით გადადო.
ეს კი პირდაპირი გზავნილია ლაზარეს ოჯახისთვის, რომ ხელისუფლება პროცესს შეგნებულად აჭიანურებს. უნდათ, რაც შეიძლება დიდხანს ყავდეთ სამოქალაქო აქტივისტი ციხეში გამოკეტილი. "ოცნებამ" არ იცის, გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში რას იზამს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ლაზარეს ოჯახი შეწყალების თხოვნით მიმართავს. ზურაბიშვილის მოსალოდნელი გადაწყვეტილების შიშით შეპყრობილი "ოცნება" კი მზად არის აქტივისტის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიების კამპანიაში მთელი სასამართლო სისტემა ჩაითრიოს.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.