მგლებისა და ტურების დათვლის ₾355 000-იანი ტენდერი ჩავარდა
საქართველოში მგლებისა და ტურების დათვლის ₾355 000-იანი ტენდერი ჩავარდა. მიზეზი, პრეტენდენტების არარსებობაა.
კვლევის შედეგად უნდა დადგენილიყო/დაზუსტებულიყო ტურის და მგლის პოპულაციების არეალი, რიცხოვნობა და მათი გავლენა ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე. ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს 5 წლიანი გამოცდილება მოეთხოვებოდა.
ტენდერის თანახმად, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან.
პროექტი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელებულიყო, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა; ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე. მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება კი სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან უნდა მომხდარიყო.