პრემიერის თქმით, მუსლიმთა თემს ოცი მეჩეთი გადაეცემა

29.03.24 10:06
პრემიერის თქმით, მუსლიმთა თემს ოცი მეჩეთი გადაეცემა

მთავრობა მუსლიმთა თემს ოც მეჩეთს გადასცემს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მუსლიმთა თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მორწმუნებს რამადანის ერთვიანი მარხვის დასრულება მიულოცა.

კობახიძემ საკუთარ სიტყვაში ყურადღება რელიგიურ ტოლერანტობაზე გაამახვილა. "რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა", - ამბობს კობახიძე.

პრემიერის დაპირებით, მუსლიმი თემისთვისს დაფინანსების გაზრდაც დაგეგმილია. ღონისძიებას მთავრობის მეთაურის გარდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები