სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს - რას ითხოვს ბრალდების და დაცვის მხარე?

29.03.24 11:37
სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს - რას ითხოვს ბრალდების და დაცვის მხარე?

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. ედუარდ ამოიანს და ზურაბ ლეშკაშელს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. 

ლეშქაშელის ადვოკატი სხდომაზე მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ 100 ათას ლარს სთავაზობს, თუმცა ჯერ უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას.

ირკვევა, რომ საქმეზე გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიდიოდა და მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოხდა მყარი  მტკიცებულებების მოპოვება შესაძლებელი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული დააკავეს. საქმეში დევს დაზარალებული ავსტრალიელი მოქალაქის ჩვენება და ტექნიკა, რომელიც სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს.

პროკურორის თქმით, დაკავებულების გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

ედუარდ ამოიანს და ზურაბ ლეშკაშელს ბრალად წარდგენილი აქვთ ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით თაღლითობის ჩადენა. კერძოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება და ამ მომენტისთვის ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას.

ისინი თაღლითურად დაეუფლნენ ავსტრალიის მოქალაქის დაახლოებით 340 ათასი ლარის ღირებულების თანხას და დღესი მდგომარეობით გრძელდება გამოძიება სხვა დაზარალებულების დადგენისა და ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების მიმართ. ეს დანაშაული ჩადენილი არის ორგანიზებული ჯგიფის მიერ, სადაც ჩართული არის არაერთი პირი, რომლებსაც განაწილებული აქვთ როლები აღნიშნული დანაშაულის ჩასადენად. სპეციალური ოფისი იყო, სადაც ახორციელებდნენ ე.წ. ქოლცენტრების საქმეს. ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, დუმილის უფლებას იყენებენ", - ამბობს პროკურორი.

რაც შეეხება ზურაბ ლეშქაშელის ადვოკატს, უფლებადამცველი საქმეს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს.

ბრალდება აგებული არის აბსურდულ მოცემულობაზე. აღნიშნული საქმე ემსახურება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციას", - ამბობს ადვოკატი.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სახლიდან მოწყობილი თაღლითური ოფისებით, ავსტრალიის მოქალაქეს, ჯამში 340 ათას ლარზე მეტი გამოსძალეს. ბრალდებულებმა მსხვერპლს მოგების დაპირების სანაცვლოდ, გადმოარიცხინეს დოლარები და ბიტკოინებიც. 

 

მსგავსი სიახლეები