"იგორ მიგლანი საქართველოდან ახსნა-განმარტებების გარეშე გააბრუნეს" - კუროპტევის ინტერვიუ "პირველებს"

29.03.24 11:29
"იგორ მიგლანი საქართველოდან ახსნა-განმარტებების გარეშე გააბრუნეს" - კუროპტევის ინტერვიუ "პირველებს"

იგორ მიგლანი საქართველოდან ახსნა-განმარტებების გარეშე გააბრუნეს, - ამის შესახებ "პირველებთან" Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი ეგრო კურპოტევი საუბრობს. კურპოტევისთვის გაუგებარია, რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოსთვის რუსი აქტივისტი, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას უწევდა და მედიკამენტებით ამარაგებდა. მისი თქმით, მიგლანს ქართველმა მესაზღვრეებმა ტელეფონი ჩამოართვეს, რათა მას კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონოდა და ინტერვიუ ვერავისთვის მიეცა.

საქართველოში კიდევ ერთი აქტივისტი არ შემოუშვეს. იგორ მიგლანი საქართველოში კოლეგებთან ერთად მუშაობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან პროექტზე „ემიგრაცია მოქმედებისთვის“. ის ეხმარებოდა უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო საშალებებით, წამლებით, სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარებას უწევდა მათ. მისი გუნდი მუშაობს და ცხოვრობს თბილისში და აი, დღეს ღამით იგორი ბრუნდებოდა და არ შემოუშვეს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩამოართვეს კავშირის საშუალებები. ეს ახალი, საინტერესო ტაქტიკაა არ ვიცი ქართული პოლიციის თუ უსაფრთხოების სამსახურის. ჩამორთვეს კავშირზე გასვლის საშუალებები, რომ არ მიეცა ინტერვიუ. უთხრეს, რომ ხვალ უკვე გააბრუნებენ და არ მისცემენე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას. ჩვენ დილიდან არ გვაქვს მასთან კავშირი. როგორც ჩანს, ოთახში ზის. მათ აქვთ ასეთი ოთახი, სადაც ხალხს აჩერებენ, კარებს კეტავენ ად ხალხი იქ დღეების განმავლობაში სხედან და ელოებიან, როდირ გაამგზავრებენ უკან. რითი შეიძლება ემუქრებოდეს უკრაინელ ლტოლვილთა ახმარების პროექტი საქართველოს უსაფრთხოებას, მე წარმოადგენა არ მაქვს. როგორც ჩანს, ახალი სიგნალია ანტიპუტინისტი აქტივისტების მიმართ, რომლებიც რაღაცას აკეთებენ საქართველოში. იმის მიხედვით, ბოლო ხანებში ვისაც არ უშვებენ, გახსოვთ, ახლახანს არ შემოუშვეს მაქსიმ ივანცოვი. როგორც ჩანს, მათი სურვილია, განდევნონ ის აქტივისტები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოში. რა საჭიროა განდევნო, როცა შეგიძლია დაელოდო, როდის გავა ადამიანი და შემდეგ აღარ შემოუშვა. ის ხომ რუსეთში არ გაემგზავრება, შენ ხომ არ დაგადანაშაულებენ, რომ მისი ექსტრადირება მოახდინე რუსეთში? ამიტომ, დიახ, ასეთი პოლიტიკაა, არ მოახდინა ექსტრადაცია, მაგრამ არც შემოუშვა ქვეყანაში, - ამბობს კუროპტევი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი, იგორ მიგლანი, არ შემოუშვეს. 

მსგავსი სიახლეები