სასამართლოები გადაწყვეტილებებს მალავენ - IDFI-ის საგანგაშო კვლევა

29.03.24 11:50
სასამართლოები გადაწყვეტილებებს მალავენ - IDFI-ის საგანგაშო კვლევა

სასამართლოები გადაწყვეტილებებს მალავენ. მართლმსაჯულების სისტემაში ხარვეზებია აღმოჩენილი. ინფორმაციას "თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" მონიტორინგის მწვავე შედეგებს აქვეყნებს. 

გავლენიანმა ორგანიზაციამ დაადგინა, რომ საკანონმდებლო მოწესრიგების მიუხედავად, სისტემა მაინც ჩაკეტილი რჩება და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მოქალაქეებს ,ფაქტობრივად, არ აქვთ. წესით, სასამართლო აქტები ახლა მაქსიმალურად გამჭირვალე უნდა იყოს, რადგან ამას ახალი კანონი არეგულირებს, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს არცერთი სასამართლო ინფორმაციას არ გასცემს. ეს საკითხი კი მესამე სექტორის წარმომადგენელბის მხრიდან დავის საფუძველი უკვე გახდა. 

არასამთავრობოები ამბობენ, რომ კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფს არ აწყობს.

რიგ შემთხვევაში ეს არის კანონის სრული უგულებელყოფა, მაგრამ რიგ შემთხვევებში შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ტიპის ინტერესები. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმდენად პრობლემურია საჯარო ინფორმაციის გაცემისას, რომ იქ ტენდენციების გამოკვეთა, რომელიც ინფორმაცია შეიძლება რა მიზეზით არ გაიცემოდეს, ძალიან რთულია, - ამბობენ მესამე სექტორში. 

რაც შეეხება რეკომენდაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რომ სასამართლომ მათ მიერ მიღებული გააწყვეტილებები აღასრულოს. აღსანიშნავია, რომ ვერბგვერდი, რომელზეც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გამოქვეყნდეს, 2020 წლიდან აღარ გაახლებულა. 

მსგავსი სიახლეები